ახალ ფილმს ჯენა ორტეგას 30 წლით უფროს მსახიობთან ინტიმური სცენებისთვის აკრიტიკებენ

ახალ ფილმს ჯენა ორტეგას 30 წლით უფროს მსახიობთან ინტიმური სცენებისთვის აკრიტიკებენ

ცოტა ხნის წინ Miller’s Girl-ის პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლებს ჯენა ორტეგა და მარტინ ფრიმენი ასრულებენ. ფილმში 21 წლის ჯენა ორტეგა 18 წლის მოსწავლის როლს თამაშობს, რომელიც მასწავლებელთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. Miller’s Girl-ში მასწავლებლის პერსონაჟს 52 წლის მარტინ ფრიმენი განასახიერებს.

Miller’s Girl გამოსვლისთანავე სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გააკრიტიკეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჯენა ორტეგა 30 წლით უფროს მსახიობთან ინტიმური სცენებში მონაწილეობს. სოციალური ქსელების მომხმარებელთა შეფასებით, Miller’s Girl-ის ინტიმური სცენები გულისამრევია.

ახლახან Miller’s Girl-ის კრიტიკას ფილმის ინტიმური სცენების კოორდინატორი, კრისტინა არჯორა, გამოეხმაურა. კოორდინატორის თქმით, ჯენა ორტეგა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ინტიმური სცენების გადაღებაში მონაწილეობა სურდა და გადაღებების პროცესმაც შეთანხმების შესაბამისად ჩაიარა.

"ინტიმური სცენების დაგეგმვასა და გადაღებაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჯენა ორტეგა თავს კომფორტულად გრძნობდა. გადაღებების პროცესში მსახიობებს აზრს ხშირად ვეკითხებოდით და მათი მოთხოვნების შესაბამისად ვმოქმედებდით", — ამბობს ინტიმური სცენების კოორდინატორი.

კოორდინატორმა ისიც აღნიშნა, რომ სიშიშვლის დონე და ინტიმური სცენებში დისტანცია მსახიობებთან წინასწარ იყო განხილული და შეთანხმებული. გარდა ამისა, პრემიერამდე Miller’s Girl-ის ინტიმურ სცენებს საცდელ აუდიტორიას აჩვენებდნენ, რათა მაყურებელთა აზრიც წინასწარ სცოდნოდათ.

შეგახსენებთ, რომ ჯენა ორტეგა ნეტფლიქსის სერიალ Wednesday-ში მთავარ როლს ასრულებს, რომლის მე-2 სეზონის პრემიერაც 2025 წლამდე გადაიდო.