მამუკა მდინარაძე: პარლამენტში კონსტრუქციულ ძალად „ნაცმოძრაობა, რადიკალურ ძალად კი - „ლელო“ და „გახარიები“ მოგვევლინნენ - მათი საოცნებო დათქმაა საკუთარი თავის მიმართ, რომ 6% აიღონ

მამუკა მდინარაძე: პარლამენტში კონსტრუქციულ ძალად „ნაცმოძრაობა, რადიკალურ ძალად კი - „ლელო“ და „გახარიები“ მოგვევლინნენ - მათი საოცნებო დათქმაა საკუთარი თავის მიმართ, რომ 6% აიღონ

[პრეზიდენტთან შეხვედრებში] გახარია ერთადერთი მოტივის გამო არ მონაწილეობს, რომ გამოჩნდეს უფრო რადიკალი „ნაცების“ წინააღმდეგ, გამოჩნდეს ისე, თითქოს ჩვენზე უფრო ვერ იტანს „ნაცებს“, მათ წარსულს, მათ დღის წესრიგს, მათ მომავალს და ა.შ., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს იმდენად არაბუნებრივი ტყუილია, რომ მარტივად იშიფრება. ხომ ყველას გეცინებოდათ როდესაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტში კონსტრუქციულ ძალად „ნაცმოძრაობა, რადიკალურ ძალად კი - „ლელო“ და „გახარიები“ მოგვევლინნენ. ამ როლებში არიან ჩაკარგულები და იხვეწებიან, დაგვიჯერეთ, ჩვენ გვაქვს 6%-იო და თან ხელისუფლებაში მოსვლაზე ლაპარაკობენ. ამბიცია მეტზე ვერ აქვთ. მათი საოცნებო დათქმაა საკუთარი თავის მიმართ, რომ იქნებ 6% აიღონ, ამაზე მუშაობს ერთი ტელევიზია გამალებით, ნაცების ტელევიზია კი სანახევროდ“, - აღნიშნა მდინარაძემ.