პაატა მანჯგალაძე: „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესში მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, თუმცა იგივეს მოლოდინი არ გვაქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან

პაატა მანჯგალაძე: „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესში მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, თუმცა იგივეს მოლოდინი არ გვაქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან

9 პრიორიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. დეპუტატს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მმართველი გუნდი 9 პრიორიტეტის შესრულებას აპირებს.

„ჩვენ, „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები, თუმცა იგივეს მოლოდინი არ გვაქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან. პარლამენტში უკვე პრემიერ-მინისტრთან გამართული დისკუსიების შემდეგ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი არ აპირებენ 9 პირობის შესრულებას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის 9 პრიორიტეტის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ოპოზიციამ საკუთარი პოზიციები უნდა წარმოადგინოს.