Succession-ის შემქმნელებისგან მალე ახალ მინისერიალს ვიხილავთ, რომელშიც მთავარ როლს ქეით უინსლეტი ასრულებს. ახალი სერიალი, სახელად The Regime, გამოგონილი ევროპული ქვეყნის კანცლერზე გვიყვება, რომელიც ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს ამყარებს. კანცლერის როლში კი სწორედ ქეით უინსლეტს ვიხილავთ.
HBO-მ The Regime-ის ტრეილერი უკვე გამოუშვა და როგორც ვიდეოდან ჩანს, წინ საინტერესო და ინტრიგებით სავსე ისტორიები გველის. "მას შემდეგ, რაც თქვენი კანცლერი გავხდი, როგორც ქვეყანა, მნიშვნელოვნად გავიზარდეთ. დროა, ამერიკასა და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რას ვიმსახურებთ", — ამბობს ქეით უინსლეტი ტრეილერში.
უკვე ცნობილია, The Regime-ში ქეით უნისლეტის გარდა რომელ მსახიობებს ვიხილავთ. ახალ მინისერიალში მონაწილეობას მიიღებენ ანდრეა რაიზბორო, ჰიუ გრანტი და გიომ გალიენი. ერთ-ერთ მთავარ როლში კი მათიას სხუნარტსს ვიხილავთ, რომელსაც უინსლეტის პერსონაჟთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვს.
The Regime-ის პრემიერა 3 მარტს შედგება.