ცნობილ მსახიობ მარკ რუფალოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობს თან ცოლი და შვილები ახლდნენ. ამასთან, ცერემონიას სხვა მსახიობებიც დაესწრნენ, მათ შორის, ჯენიფერ გარნერი, რომელიც პოპულარულ ფილმში 13-დან 30-ში მარკის შეყვარებულის როლს თამაშობდა.
ჯენიფერმა რუფალოს შესახებ სიტყვაც წარმოთქვა. ასევე, მსახიობებმა ფილმის ერთ-ერთი ცნობილი სცენაც გააცოცხლეს. რუფალოს ცერემონიის განმავლობაში გული აუჩუყდა და ცრემლებიც წამოუვიდა.
მარკ რუფალოს კარიერა უკვე 30 წელსა და 70-ზე მეტ ფილმს ითვლის. ის რომანტიკულ კომედიებში ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც არიან: ჯენიფერ ენისტონი, გვინეტ პელტროუ, რიზ უიზერსპუნი და სხვები.