სააკაშვილს ერთი სული აქვს, გამოვიდეს, კისრები წააწყვიტოს იმ ადამიანებს, ვინც ახლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში. დარწმუნებული ვარ, ის ახლა ბოღმითაა სავსე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილი ბორდის წევრი იქნება თუ თავმჯდომარე, თუ რაიმე მათი გაუგებარი პლატფორმის მონაწილე, ეს არაფერს ნიშნავს. სააკაშვილს ერთი სული აქვს, გამოვიდეს, კისრები წააწყვიტოს იმ ადამიანებს, ვინც ახლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში. დარწმუნებული ვარ, ის ახლა არის სავსე ბოღმით, რადგან პარტიის ერთმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ახლა მეორე ამ პითეკანთროპმა, ხაბეიშვილმა და სხვებმა ის ვერ გამოიხსნეს. მისთვის ყველაფერი სულ ერთია. ოღონდ ის იყოს ახლა ისევ ისეთივე ტირანი, როგორც ის აქამდე იყო და თუ გინდათ, ამ ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩენილა“, - განაცხადა ოდიშარიამ.