არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე: საქმე გვაქვს არათანმიმდევრულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან, რომელიც ყოველთვე ცვლის თავის პოზიციას

არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე: საქმე გვაქვს არათანმიმდევრულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან, რომელიც ყოველთვე ცვლის თავის პოზიციას

საქმე გვაქვს არათანმიმდევრულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან [მიხეილ სააკაშვილი], რომელიც ყოველთვე ცვლის თავის პოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა დღეს უკვე გამოაცხადა, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პოლიტსაბჭოს ლიდერი იქნება.

„ხან ამბობს, რომ იმდენად ავად არის, ვეღარ აფასებს ვითარებას, ხან ამბობს, რომ პოლიტიკას ემიჯნება და არ მონაწილეობს, ხან უკრაინის პოლიტიკაში მონაწილეობს, ხან საქართველოში ჩრდილიდან მართავს თავის პარტიას. დღეს უკვე გამოაცხადა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პოლიტსაბჭოს ლიდერი ვიქნებიო. მისი განცხადებები უკიდურესად არასერიოზული და არათანმიმდევრულია. პრაქტიკულად, ის გადააყენეს პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, თან ისეთმა ადამიანებმა გადააყენეს, რომლებსაც თვითონ ჩააცვა და მოიყვანა პოლიტიკაში სადღაც გაუგებარი სივრციდან. სააკაშვილს სჭირდება, ყოველდღიურად დაამტკიცოს, რომ ისევ ლიდერია და აკეთებს განცხადებებს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.