ქალბატონი ნაცვლიშვილი და ქალბატონი სამადაშვილი რუსეთზე უზომოდ შეყვარებული პოლიტიკოსები არიან. რაც კი კარგი ხდება ამ ქვეყანაში, რა ევროპული რეფორმებიც არ გაატარა ხელისუფლებამ ყველაფერს რუსეთს აბრალებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ლელოს“ ფუნქცია არის პოლიტიკური ლეღვის ფოთლის ფუნქცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აეფაროს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.