ერთობა, კონსოლიდაცია, საერთო ძალისხმევა ოპოზიციურ ველზე ჩვენი ქვეყნის ევროპული ამოცანების რეალიზებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ასე უპასუხა ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის, ერთიანობის პლატფორმის შექმნის შესახებ.
„ამ იდეის გაჟღერებისთანავე ჩვენ დავადასტურეთ ამ ფორმატში მონაწილეობის მზაობა, თუმცა, აუცილებელია პირდპაირი კომუნიკაცია პრეზიდენტთან იმისთვის, რომ ვიცოდეთ მეტი კონკრეტიკა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ზოგადად, ვთვლით, რომ ერთობა, კონსოლიდაცია, საერთო ძალისხმევა ოპოზიციურ ველზე ჩვენი ქვეყნის ევროპული ამოცანების რეალიზებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
ერთიანობის პლატფორმა ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი თავისი ინიციატივის ფარგლებში ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს. ორბელიანების სასახლეს ამჯერად ნიკა მელია ესტუმრა. დღესვე დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა „მოქალაქეებთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“. „ნაციონალური მოძრაობა“ შევხედრაზე მისვლის მზაობას ადასტურებს, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.