ამერიკელმა წყალქვეშა მკვლევრებმა კომპანიიდან Deep Sea Vision წყნარ ოკეანეში სავარაუდოდ ცნობილი მფრინავის, ამელია ერჰარტის თვითმფრინავი იპოვეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ზღვის ფსკერის შესწავლისთვის განკუთვნილი აპარატით ოკეანეს ფსკერის ნაწილი დაასკანერეს. 4,9 ათასი მეტრის სიღრმეზე მათ ანომალია აღმოაჩინეს, რომელსაც ჰიდროლოკატორით გაკეთებულ ფოტოზე თვითმფრინავის ფორმა აქვს.
ფოტოები კუნძულ ჰაულენდიდან 161 კილომეტრშია გაკეთებული. ერჰარტის თვითმფრინავი Lockheed Electra სწორედ ამ კუნძულის მიდამოებში, 1937 წელს გაუჩინარდა, როდესაც ერჰარტი მსოფლიოს გარშემო ფრენას ახორციელებდა და ჰონოლულუში საწვავის მარაგის შესავსებად მიემართებოდა.
Deep Sea Vision-ი ამ ლოკაციაზე დამატებით კვლევების ჩატარებას გეგმავს.
ამელია ერჰარტი პირველი ქალია, რომელმაც დამოუკიდებლად გადაიფრინა ატლანტის ოკეანის თავზე, ის რამდენიმე ბესტსელერის ავტორია საკუთარი ფრენების შესახებ.