რატი იონათამიშვილი გვარამიას პარტიაზე: ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, როდესაც მათი ლიდერი  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია

რატი იონათამიშვილი გვარამიას პარტიაზე: ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, როდესაც მათი ლიდერი  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია

ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, – ასე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გვარამიას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.

იონათამიშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“  მოსახლეობას.

„მაშინ, როდესაც თუნდაც ლიდერი არის  ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს ნაციონალურ მოძრაობა  ჩვენ მოსახლეობას.  ფაქტი არის, რომ ამ ადამიანის „პოლიტიკაში“ მოღვაწეობის დაწყება სურთ სიცრუეზე და თვალებში ნაცრის შეყრაზე.“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.