იაგო ხვიჩია: ნაცები ცდილობენ შეიცვალონ - ახალი პიარ-ტექნოლოგია გუნდში, რომელმაც ნაცებს ურჩია, კეთილები და ფუმფულები გახდნენ

იაგო ხვიჩია: ნაცები ცდილობენ შეიცვალონ - ახალი პიარ-ტექნოლოგია გუნდში, რომელმაც ნაცებს ურჩია, კეთილები და ფუმფულები გახდნენ

რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე, რომ ნაცებმა ცალმხრივად შეცვალეს თავიანთი მუშაობის სტილი. როგორც გამანდეს, ახალი პიარ-ტექნოლოგი არის გუნდში, რომელმაც ნაცებს ურჩია, რომ კეთილები და ფუმფულები გახდნენ - ნაცები ცდილობენ, რომ შეიცვალონ, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მართლა უცნაურად გამოიყურება - ყველა ელოდება, რომ ნაცები იჩხუბებენ და ამ დროს ისინი მოდიან, კორექტურად სვამენ შეკითხვებს. ცოტა არ იყოს დღეს „ქართული ოცნება“ კომფორტულად არ გამოიყურებოდა, რადგან იყო რამდენიმეს გამოსვლა, რომელიც ნაცებთან ჩხუბზე იყო აგებული, მაგრამ ნაცები არ იყვნენ ჩხუბის განწყობაზე და ბოლო სამი დღეა არ ჩხუბობენ.

მე მგონია, რომ ეს ცუდი ტაქტიკა არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეყოფათ თუ არა ნერვები ნაცებს ბოლომდე ასეთი ტაქტიკით იყვნენ, დარწმუნებული არ ვარ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცუგო- Საინტერესოა, ეგ მეც შეამჩნიეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამით თავიანთ. Პირისისხლიან ელექტორატის გაუცრუებენ იმედს, არ არის ეს ხალხი მიჩვეული სიკეთეს და მშვიდობას
1 წლის უკან
ცუგო- Საინტერესოა, ეგ მეც შევამჩნიე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამით თავიანთ, Პირისისხლიან ელექტორატს გაუცრუებენ იმედს, არ არის ეს ხალხი მიჩვეული სიკეთეს და მშვიდობას
1 წლის უკან