ტომ ჰოლანდი მალე ლონდონის თეატრის სცენაზე ბრუნდება. ის ჯეიმი ლოიდის სპექტაკლში რომეოს როლს შეასრულებს. სპექტაკლის ხილვა მაყურებლებს 11 მაისიდან 12 კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
რეჟისორ ჯეიმი ლოიდის თქმით, ჰოლანდი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობია და თეატრის სცენაზე მისი დაბრუნება ძალიან უხარია. ლოიდს ცნობად სახეებთან აქამდეც არაერთხელ უმუშავია, მაგალითად, მის სპექტაკლებში თამაშობდნენ მსახიობები ტომ ჰიდლსტონი და ემილია კლარკი.
ჯერჯერობით უცნობია, ტომთან ერთად მთავარ როლს ვინ შეასრულებს. ლოიდისთვის რომეო და ჯულიეტა 10-წლიანი პაუზის შემდეგ შექსპირის პირველი პიესაა, რომელსაც დადგამს. პროექტზე კომპანიები the Jamie Lloyd Company და David Binder Productions იმუშავებენ.
ტომს საზოგადოება მარველის ფილმებში შესრულებული ადამიანი ობობას როლით იცნობს. მან წინა წელს სერიალ The Crowded Room-ში თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მსახიობობისგან შესვენებას იღებდა.
ჰოლანდმა კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და 2008 წელს ფილმებში თამაშამდე თეატრის მსახიობობაც გამოსცადა.