The Beatles-ის წევრების მიერ შექმნილი ნახატი აუქციონზე $1.7 მილიონად გაიყიდა

The Beatles-ის წევრების მიერ შექმნილი ნახატი აუქციონზე $1.7 მილიონად გაიყიდა

ნახატი, რომელიც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles-ის წევრებმა იაპონიაში შექმნეს, აუქციონზე Christie's $1,74 მილიონად გაიყიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აბსტრაქციონიზმის სტილში შესრულებული ნახატი მუსიკოსებმა 1966 წელს, ტოკიოში გამართულ კონცერტებს შორის შექმნეს. ტილოზე ჯგუფის ოთხივე წევრის ავტოგრაფია. თავდაპირველად, ნახატს სახელი არ ჰქონდა, მოგვიანებით კი ის ცნობილი გახდა როგორც „ქალის გამოსახულებები“.