კანადაში, ქალაქ ტორონტოში ენოტმა 7 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ამის შესახებ CBC იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ცხოველი ენერგოკომპანია Toronto Hydro One-ის სადგურზე შევიდა და აღჭურვილობა დააზიანა. შედეგად, მომხმარებლები ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 2,5 საათის განმავლობაში იყვნენ.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ენოტის ბედი ამ დრომდე უცნობია.