ირაკლი ზარქუა: მნიშვნელოვანი აქცენტები გამოიკვეთა, რომ გვარამიასა და „ნეონაცებს“ ეიმედებათ გახარია და სამართლიანადაც. გახარია იყო ის ადამიანი, რომელმაც უმრავლესობები შეუქმნა „ნაცებს“

ირაკლი ზარქუა: მნიშვნელოვანი აქცენტები გამოიკვეთა, რომ გვარამიასა და „ნეონაცებს“ ეიმედებათ გახარია და სამართლიანადაც. გახარია იყო ის ადამიანი, რომელმაც უმრავლესობები შეუქმნა „ნაცებს“

მნიშვნელოვანი აქცენტები გამოიკვეთა, რომ გვარამიასა და „ნეონაცებს“ ეიმედებათ გახარია და სამართლიანადაც. გახარია იყო ის ადამიანი, რომელმაც უმრავლესობები შეუქმნა „ნაცებს“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ ჩართვისას, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით იგი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

„გვარამიასა და „ნეონაცებს“ იმიტომ ეიმედებათ გახარია, რომ იქნებ, შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მხარდამჭერები, რამდენიმე ადამიანი, გადაიბიროს და ასე ვთქვათ, მმართველ პარტიას დააკარგვინოს. ამის იმედი აქვთ და იგი ეიმედებათ. თუმცა, ეს არ გამოუვათ, რადგან ბატონი გახარია უკვე გაშიფრულია. რასაც წარმოადგენს, ვინც არის და როგორც არის“, - აღნიშნა ზარქუამ.

მისივე თქმით, რაც არ უნდა უარყოს გახარიას გუნდმა გვარამიასთან სამომავლოდ თანამშრომლობა, ფაქტი ის არის, რომ რეგიონებში, თვითმმართველობებში „ნაციონალ მოძრაობასთან“ ერთად უმრავლესობა აქვთ შექმნილი.

„აფერისტებისა და მწვალებელთა გაერთიანებაა და არ ვიცი, რა გამოვა. ეს ჩვენი ინტერესის სფერო არ არის და არ გვაინტერესებს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მცდელობა აქვთ, მიხვდნენ, რა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია და მისგან არაფერი გამოვა, უკვე აქცენტირებას აკეთებენ, თითქოს ახალი ცენტრი იქმნება“, - განაცხადა ზარქუამ.