ირაკლი კობახიძე არის ძალიან კომპეტენტური, თავაზიანი, აკადემიური, ყველა საქმეში ჩახედული ადამიანი და დარწმუნებული ვარ ჩვენი მხარდაჭერის შემდეგ ბუნებრივია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით, მეტი შემართებით გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას, - ამის შესახებ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„საგიჟეთია ჩვეულებრივად. აბა პირიქით ყოფილიყო, ეკონომისტი, რომ ყოფილიყო იტყოდნენ, რომ 9 რეკომენდაცია გვაქვს პრიორიტეტი და იქ იურისტი და სამართალ მცოდნე გვჭირდებაო და ეს კი ეკონომისტიაო. როგორც უნდათ ისე ატრიალებენ. სინამდვილეში ფაქტი ერთია, რომ ირაკლი კობახიძე არის ძალიან კომპეტენტური, თავაზიანი, აკადემიური, ყველა საქმეში ჩახედული ადამიანი და დარწმუნებული ვარ ჩვენი მხარდაჭერის შემდეგ ბუნებრივია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით, მეტი შემართებით გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას. ენას ძვალი არ აქვს რა კითხვაც უნდა იმას დასვამენ, როგორც უნდა იციან აპრიორი, რომ არასწორს ამბობენ მაგრამ, მათი ამოცანა რა არის, დაგაბრალონ და მერე თავი იმართლო. ისე როგორც არასდროს გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს ისე ვართ მზად კვალიფიკაციითაც, გამოცდილებითაც, შემართებითაც, რომ დიახ, ევროინტეგრაციაში კიდევ უფრო მეტად დავწინაურდეთ, ყველა მონაცემი გვაქვს ამის. ეკონომიკური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალი იყო არა მხოლოდ ევროპაში არამედ, მსოფლიოშიც და სწორედ ამ ხელწერას და მიდგომებს გავაგრძელებთ. ეკონომიკა, ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომელმაც შემდეგ უნდა დაასაქმოს ჩვენი მოქალაქეები და სწორედ ამაზე არის აქცენტირება“,- აღნიშნა ზარქუამ.