ირაკლი ჩიქოვანი: ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რაიმე ფორმით პოლიტიკური ელემენტი შეიტანა თავდაცვის ძალებში

ირაკლი ჩიქოვანი: ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რაიმე ფორმით პოლიტიკური ელემენტი შეიტანა თავდაცვის ძალებში

სასიამოვნოა, რომ იყო ძალიან ბევრი შინაარსზე ორიენტირებული შეკითხვა. ორიენტირებული იყო იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ცვენი საზოგადოებისთვის, თუმცა იყო ისეთი შეკითხვებიც, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა და დესტრუქციული პოლიტიკური ნარატივის გაგრძელება იყო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„მხარდაჭერა მივიღეთ კომიტეტების მხრიდანაც, რაც ძალიან სასიამოვნოა. მოადგილეებთან დაკავშირებით მე ჯერჯერობით განცხადებას ვერ გავაკეთებ, დავიცავ კორექტულობას. „ქართულო ოცნების“ პირობებში ჩვენ რეალურად მივიღეთ ტრანსფორმაცია, როგორც ქართული თავდაცვის ძალების, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების და ნებისმიერი გასამხედროებული უწყების და მათ აბსოლუტურად ჩამოსცილდათ პოლიტიკური ოპონენტი. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა რაიმე ფორმით პოლიტიკური ელემენტი შეიტანა თავდაცვის ძალებში. მე დავრჩები ამ პრინციპის ერთგული“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.