მიხეილ სარჯველაძე გახარია-გვარამიას შესაძლო ერთობაზე: ხვდებიან, რომ თუნდაც ეს პოლიტიკურად ამორალური იყოს, ასეთი ნაბიჯების გარეშე 5%-ის თავმოყრის შესაძლებლობა არ აქვთ

მიხეილ სარჯველაძე გახარია-გვარამიას შესაძლო ერთობაზე: ხვდებიან, რომ თუნდაც ეს პოლიტიკურად ამორალური იყოს, ასეთი ნაბიჯების გარეშე 5%-ის თავმოყრის შესაძლებლობა არ აქვთ

იმდენად უჭირთ მხარდაჭერა, რომ ახლა მზად არიან ყველა გარიგებაზე წავიდნენ, რომ 5%-ს თავი მოუყარონ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გახარია-გვარამიას შესაძლო ერთობაზე განაცხადა.

„იმდენად უჭირთ მხარდაჭერა, რომ ახლა მზად არიან ყველა გარიგებაზე წავიდნენ, რომ 5%-ს თავი მოუყარონ. სხვა მეტი ახსნა ამას არ აქვს, თორემ რამდენად დამაზიანებელია ახლა გვარამიას მხრიდან გახარიასთვის გაწვდილი ხელი, ბუნებრივია. ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის გახარიასთვისაც დამაზიანებელი და გვარამიასთვისაც. ხვდებიან, რომ თუნდაც ეს პოლიტიკურად ამორალური იყოს, ასეთი ნაბიჯების გარეშე 5%-ის თავმოყრის შესაძლებლობა არ აქვთ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

გიორგი ონიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი და პარტიის მენეჯმენტის თანამშრომლობა ვერ შედგა, რის გამოც გიორგი ონიანი ნიკა გვარამიას უერთდება. გვარამია კი, როგორც ცნობილია, პოლიტიკოსებთან გაერთიანების მიზნით კონსულტაციას მართავს. ნიკა გვარამიასთვის, როგორც თავად ამბობს, საინტერესოა გიორგი გახარიას პოლიტიკური ფიგურა.