სტრიმინგ-სერვისმა Netflix სამხრეთკორეული სერიალის „კალმარის თამაში“ პირველი თიზერი გამოაქვეყნა. ფრაგმენტი იმ პროექტების პრეზენტაციაში იყო დამატებული, რომლებიც 2024 წელს გამოვა.
რგოლი პირველი სეზონის ფინალური სცენის გაგრძელებაა. მასში „კალმარის თამაშის“ გამარჯვებულს სატელეფონო საუბრისას ატყობინებენ, რომ ის თავის გადაწყვეტილებას ინანებს. „მე შენ გიპოვი, რადაც არ უნდა დამიჯდეს“, - პასუხობს სონ კი ჰუნი.