რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ ბრედ პიტს საკუთარ ბოლო ფილმ „კინოკრიტიკოსში“ (The Movie Critic) როლი შესთავაზა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.
გასული წლის მარტში გამოცემა წერდა, რომ ტარანტინომ „კინოკრიტიკოსის“ სცენარზე მუშაობა დაასრულა. ტარანტინოს თქმით, ფილმში მოქმედება 1977 წელს კალიფორნიაში ვითარდება. მისივე განცხადებით, ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, „რომელიც ნამდვილად არსებობდა, თუმცა ცნობილი არ იყო, და წერდა ფილმების რეცენზიებს პორნოგრაფიული ჟურნალებისთვის“.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა 60 წლის ბრედ პიტი ტარანტინოს შეთავაზებას. სავარაუდოდ, „კინოკრიტიკოსის“ გადაღება დაიწყება 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში.