რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში, „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში, „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებდა. მთავრობა გამოწვევა და საკითხი დგას ასე: ან ფასადური ცვლილებები, ან რეალური ცვლილებები, ან იმედი და სამუშაო ადგილები, ან უმუშევრობა და სიღარიბე“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.