მიხეილ დაუშვილი: არ არის პოლიტიკური ნება, რომ სტრუქტურული რეფორმები გატარდეს

მიხეილ დაუშვილი: არ არის პოლიტიკური ნება, რომ სტრუქტურული რეფორმები გატარდეს

რასაც მე ვხედავ, არ არის პოლიტიკური ნება, რომ სტრუქტურული რეფორმები გატარდეს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

„მთავარი ამბავი არ არის პროგრამა. პროგრამაში პრობლემას ზუსტადაც რომ არ ვხედავ. მთავარი ამბავი არის პოლიტიკურ ნებაში, რამდენად შესრულდება ის საკითხები, რაც პროგრამაში წერია. სამწუხაროდ, რასაც მე ვხედავ, არ არის პოლიტიკური ნება, რომ სტრუქტურული რეფორმები გატარდეს“, - აღნიშნა დაუშვილმა.

სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.