ბექა დავითულიანი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე: არსებობს სტრატეგიული მიზნები - ევროკავშირისთვისაც და ჩვენთვისაც - ორივე მხარემ იცის, რომ ეს მიზნები ემთხვევა

ბექა დავითულიანი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე: არსებობს სტრატეგიული მიზნები - ევროკავშირისთვისაც და ჩვენთვისაც - ორივე მხარემ იცის, რომ ეს მიზნები ემთხვევა

არსებობს სტრატეგიული მიზნები - ევროკავშირისთვისაც და ჩვენთვისაც - ორივე მხარემ იცის, რომ ეს მიზნები ემთხვევა. შესაბამისად, საბოლოო ჯამში მოლაპარაკებები ზუსტად ისევე გაიხსნება, როგორც სტატუსი მოგვანიჭეს, იმიტომ რომ ეს ორივე მხარის ინტერესშია, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„დღის წესრიგში დააყენეს ის რომ, მოლაპარაკებების საკითხი „სტატუსს არ მოგვცემენ“ მეორე სერიად აქციონ. ჩვენი ოპონენტების ძალიან დიდი ნაწილი ცდილობდა, რომ ჩვენთვის ევროკავშირს სტატუსი არ მოეცა. დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ არც ერთ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სტატუსს არ მისცემენ. ჩვენ ეს სტატუსი მოვიპოვეთ. ზუსტად იგივე მოხდება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც. არსებობს სტრატეგიული მიზნები - ევროკავშირისთვისაც და ჩვენთვისაც - ორივე მხარემ იცის, რომ ეს მიზნები ემთხვევა. შესაბამისად, ვიღაცას ხათრს გაუწევენ ევროპაში ან ქვეყნის შიგნით, საბოლოო ჯამში ეს მოლაპარაკებები ზუსტად ისევე გაიხსნება, როგორც სტატუსი მოგვანიჭეს, იმიტომ რომ ეს ორივე მხარის ინტერესშია“, - აღნიშნა დავითულიანმა.