გურამ მაჭარაშვილი: მაშინ როდესაც „ენჯეოს“ პირდაპირი ვალდებულებაა, რომ იმ ქვეყანას, იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს დაეხმაროს, სადაც საქმიანობს, ეკა გიგაური აშკარად იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

გურამ მაჭარაშვილი: მაშინ როდესაც „ენჯეოს“ პირდაპირი ვალდებულებაა, რომ იმ ქვეყანას, იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს დაეხმაროს, სადაც საქმიანობს, ეკა გიგაური აშკარად იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

ჩვენ კარგად ვიცით ეკა გიგაურის სუბიექტური მიდგომები, ის აშკარად იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ როდესაც „ენჯეოს“ პირდაპირი ვალდებულებაა, რომ იმ ქვეყანას, იმ ახელმწიფო ინსტიტუტებს დაეხმაროს, სადაც საქმიანობს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ამ დროს, მისი ნებისმიერ გამოსვლა თავდასხმაა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, გიგაური ვის გასცემს პასუხს და ვის - არა, დიდი ხანია არავის აინტერესებს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაბლოკა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ქარუმიძე, რომელმაც ის კორუფციის აღქმის ინდექსით მანიპულირებაში ამხილა.