ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, ჰარი სტაილსმა, კარიერა 16 წლის ასაკში გადაცემა იქს ფაქტორში მონაწილეობით დაიწყო. შემდეგ მან 4 სხვა მონაწილესთან ერთად პოპულარული ბენდი One Direction შექმნა.
ბენდი 2016 წელს დაიშალა, რის შემდეგაც მისმა წევრებმა სოლო კარიერა დაიწყეს. ჰარიმ ჯერჯერობით 3 სოლო ალბომი გამოუშვა, 2023 წლის ზაფხულში კი 2-წლიანი მუსიკალური ტურნე დაასრულა.
ამ სტატიაში მუსიკოსის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გავაერთიანეთ, რომელიც შეიძლება, არ იცოდე.
1. ჰარის ცნობილ სიმღერაში As It Was მისი ნათლულის ფრაზა ისმის
სტაილსის ერთ-ერთი ჰიტი ბავშვის სიტყვებით: "come on, Harry, we wanna say godnight to you" იწყება, რომელსაც რომელსაც მომღერლის ნათლული ამბობს.
2. ფილმი After სტაილსზე დაწერილი ფანფიკის მიხედვით გადაიღეს
გულშემატკივრები ხშირად მათ საყვარელ სელებრითებზე გამოგონილ ისტორიებს წერენ ხოლმე, თუმცა ანა ტოდის ფანფიკი After მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფს გასცდა და ჯერ წიგნების სერიად, შემდეგ კი ფილმებადაც გამოვიდა.
3. მომღერალმა ერთ-ერთი სინგლი Adore You ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ჩაამატა
მეორე სოლო ალბომის, Fine Line-ის, დასრულებამდე სულ რამდენიმე დღეღა იყო დარჩენილი, როცა ჰარიმ ორი ცნობილი სიმღერა Adore You და Treat People With Kindness ჩაწერა. ალბომში ამ სიმღერების მოხვედრა არ იგეგმებოდა.
4. ბენდ One Direction-ის დაშლის შემდეგ ჰარიმ ფსიქოთერაპევტთან სიარული დაიწყო
მას შემდეგ, რაც ცნობილი ბენდი One Direction 2016 წელს დაიშალა, სტაილსი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა და ფსიქოთერაპევტთან სიარული დაიწყო.
"დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ ფსიქოლოგი არ მჭირდებოდა, თუმცა, როცა რაღაცების გაანალიზება დავიწყე, მივხვდი, რომ ჩემ თავს ბევრ რამეში თვითონვე ვუშლიდი ხელს. ფსიქოთერაპიაზე სიარულმა ჩემს ცხოვრებაზე ძალიან კარგი გავლენა მოახდინა და მეგობრებსაც ვურჩიე", — აღნიშნავს არტისტი.
5. ჰარიმ მუსიკალური კლიპის გადაღებისას თმაზე შეხებისთვის მოდელს ნებართვა სთხოვა
ცნობილი სიმღერის Watermelon Sugar-ის კლიპის გადაღებისას ვიდეოში ჰარისთან ერთად მოდელებიც იღებდნენ მონაწილეობას. ერთ-ერთი სცენისთვის რეჟისორმა სტაილსს უთხრა, რომ ერთ-ერთი მოდელის თმით წაეთამაშა, ჰარიმ კი ჯერ თავად ეფრატას სთხოვა ნებართვა და რეჟისორის მითითება მხოლოდ შემდეგ შეასრულა.
6. ჰარი სტაილსი და ლეგენდარული სტივი ნიქსი ახლო მეგობრები არიან
ჰარის და ნიქსს ერთად სტაილსის კონცერტებზეც უმღერიათ. ჰარის ის ინტერვიუებშიც უხსენებია. მაგალითად, მომღერალი ყვება, რომ ერთხელ სტივი და მისი მეგობრები ჰარისთან მისი ალბომის მოსასმენად მივიდნენ და დილის 6 საათამდე დარჩნენ.
"როცა წავიდნენ, თენდებოდა და გადაქანცული ვიყავი, სტივის კი დაღლის არაფერი ეტყობოდა, არადა 70 წლისაა!" — იხსენებს ჰარი.
7. სიმღერა Matilda-ს ინსპირაცია ცნობილი წიგნისა და ფილმის პერსონაჟი მატილდა ვორმვუდი იყო
ჰარის სიმღერა მატილდას ისტორიაზე გვიყვება, რომელზეც ოჯახმა უარი თქვა, რის გამოც მან სიყვარული და მხარდაჭერა სხვა ადამიანებში იპოვა. სტაილსის თქმით, წერისას წარმოიდგენდა, თითქოს, მატილდა ვორმვუდს ელაპარაკებოდა.
8. ჰარიმ პირველი სოლო ტურნედან $1,2 მილიონი საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხა
მუსიკოსმა პირველი სოლო ტურნედან შემოსული თანხის ნაწილი, $1,2 მილიონი 62 სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა. ასევე, როდესაც მან 2016 წელს თმა შეიჭრა, ორგანიზაცია Little Princess Trust-ს შესწირა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს პარიკებს უმზადებს.
9. ჰარი სტაილსს 4 ძუძუსთავი აქვს
არ მოგესმა. მომღერალს ნამხვილად 4 ძუძუსთავი აქვს, რაც მის არაერთ მუსიკალურ კლიპშიც ჩანს. როგორც ჩანს, ჩენდლერი მარტო არ ყოფილა.
10. დაბოლოს, თავის კონცერტებზე ჰარი ფანებს დაქამინგაუთებაში ეხმარება
მაგალითად, ჰარიმ ერთ-ერთი გულშემატკივრის თხოვნით, კონცერტზე ფანის დედას დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი ქვიარია.