ჩვენთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის მთავარია, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. და ეკონომიკური განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართლი ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ის განცხადებებიც გაიხსენა, რომლებიც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით კეთდებოდა.
„მარტივად შეგვიძლია გავიხსენოთ განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა მეორე ფრონტთან დაკავშირებით. შეგვიძლია გავიხსენოთ ის განცხადებები, რომლებსაც კონკრეტული რადიკალები აკეთებდნენ, რომლებიც დღეს პოლიტიკური პარტიების სახით არიან წარმოდგენილები. გვახსოვს, როდესაც ჩვენ გამოვედით და პირდაპირ ვთქვით „არა“ სანქციებთან მიერთებაზე, რა განცხადებები კეთდებოდა: „ამ განცხადებების გაკეთებას, მირჩევნია ბომბე ცვიოდეს საქართველოში“ და ა.შ. აღარ შევალ ამ სიღრმეებში“, - განაცხადა კალაძემ.