კახა კალაძე: ირაკლი კობახიძეს უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში და დარწმუნებული ვარ როგორც პრემიერ მინისტრი იქნება წარმატებული

კახა კალაძე: ირაკლი კობახიძეს უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში და დარწმუნებული ვარ როგორც პრემიერ მინისტრი იქნება წარმატებული

დღეს უკვე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურებულია. ირაკლი ღარიბაშვილი არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, - ამის შესახებ დედსქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„პარტიას უკვე დაწყებული აქვს მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გუნდმა მიაღწიოს წარმატებას. ამ ყველაფერში „ქართული ოცნების“ თითოეული მხარდამჭერის როლი არის უმნიშვნელოვანესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის თანადგომა და იმ მხარდაჭერით, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერი-მინისტრის რანგში. მინდა წარმატებები ვუსურვო მის გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები, საფრთხეები და გამოწვევები, რაც იყო არსად არ წასულა და დღესაც არსებობს. ერთიანი ძალით უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში სტრუქტურულ გაძლიერებაში და დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ მინისტრი იქნება წარმატებული“, - აღნიშნა კალაძემ