ირაკლი კობახიძე: ჩვენ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ყველა კითხვას ვპასუხობთ და გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ყველა მედიასაშუალებასთან

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ყველა კითხვას ვპასუხობთ და გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ყველა მედიასაშუალებასთან

რაც შეეხება მედიასთან ურთიერთობას, გუნდი მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მმართველი გუნდის მედიასთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ჩვენ მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ყველა კითხვას ვპასუხობთ და გავაგრძელებთ რა თქმა უნდა აქტიურ კომუნიკაციას ყველა მედიასაშუალებასთან, განურჩევლად მათი კომერციული კუთვნილებისა“, - განაცხადა კობახიძემ.