“ალტ ინფოს” წევრის, ბექა ვარდოსანიძის ადვოკატის, ოთარ ხურციძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, რას ედავებიან.
„შევეცადე ინფორმაციის მოპოვება პოლიციელებისგან, რომლებმაც მითხრეს, რომ საუბარია თითქოს რაღაც ნოემბრის ფაქტზე. ახლა შევეცდები, გავარკვიო, კონკრეტულად საქმეში რა ხდება. მისი სახლიდან ამოღებულია ტექნიკა, მისი ოჯახის წევრებსაც ჩამოართვეს ტელეფონები“, - აცხადებს ადვოკატი ოთარ ხურციძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.