ჩვენთვის წითელი ხაზი სახელები და გვარები არ არის, წითელი ხაზი არის იდეოლოგია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„რა მნიშვნელობა აქვს, გვარამია იქნება ეს, მელია თუ სხვა სახელი და გვარი, რომელიც ნაცმოძრაობის იდენტობის მატარებელია“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.