დავით უსუფაშვილს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ მიღებული აქვს მონაწილეობა თინა ხიდაშელის ორგანიზაციის რიგ პროექტებში, პარტია „ლელოს“ ხსენებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, - ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„პარტია „ლელოს“ ხსენებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ მიღებული აქვს მონაწილეობა რიგ პროექტებში. თუ ვინ რა ტიპის პროექტში ჩაერთვება, ეს ყველას კერძო პროფესიული ცხოვრების საქმეა. პარტიის წევრებს პარტიის გარეთაც აქვთ ცხოვრებაც -კარიერულიც, პროფესიულიც და პირადიც. მე, მაგალითად, უნივერსიტეტში ვასწავლი. გგონიათ, „ლელოში“ ვინმე დაინტერესებულია, რა უნივერსიტეტში ვასწავლი და რა მოდულს ვკითხულობ?“ - აღნიშნა გეგელიამ.
თინა ხიდაშელის ორგანიზაცია მის დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ხიდაშელმა ტაივანთან კავშირი დაადასტურა, თუმცა აქვე განმარტა, რომ ოფიციალური წყაროებიდან დაფინანსება არ მიუღია.