იაგო ხვიჩია: ირაკლი კობახიძეს კვალიფიკაციას არ ვუწუნებთ, გვინდა, რომ წარმატებაც ვუსურვოთ, მაგრამ რა გამოვა, არ ვიცით

იაგო ხვიჩია: ირაკლი კობახიძეს კვალიფიკაციას არ ვუწუნებთ, გვინდა, რომ წარმატებაც ვუსურვოთ, მაგრამ რა გამოვა, არ ვიცით

ირაკლი კობახიძეს კვალიფიკაციას არ ვუწუნებთ, გვინდა, რომ წარმატებაც ვუსურვოთ, მაგრამ რა გამოვა, არ ვიცით, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ირაკლი კობახიძეს კვალიფიკაციას არ ვუწუნებთ, მივულოცეთ კიდეც პრემიერ-მინისტრად არჩევა თუ დანიშვნა. გვინდა, რომ წარმატებაც ვუსურვოთ, მაგრამ რა გამოვა, არ ვიცით, იმიტომ, რომ საქართველოში პრემიერების გამოცდილება არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.