მიხეილ სარჯველაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის პოლიტიკურ ცენტრად მოაზრება, ყველაზე კარგად კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის შინაარსი

მიხეილ სარჯველაძე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის პოლიტიკურ ცენტრად მოაზრება, ყველაზე კარგად კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის შინაარსი

ჩვენი მიზანია, რომ ასეთი ცვლილებების შედეგად გაიზრდება საკითხების ახლებურად დანახვის შესაძლებლობა, ეს ახალ ენერგიას და შესაძლებლობას გააჩენს. ყოველთვის კარგია გაუმჯობესების ძიება და ვფიქრობ, გადახალისება კარგია. მიღებული გადაწყვეტილება გამართლებულია, - ასე აფასებს მიხეილ სარჯველაძე მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

„მთავარი პოლიტიკური ცენტრი როცა პარლამენტშია და იქ მყოფი პოლიტიკოსები შემდეგ პოზიციებს მთავრობაში იკავებენ, ეს პროცესი დამახასიათებელია ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, სადაც არჩეულია მმართველობის ფორმა, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკას უწოდებენ. საქართველოში ჩამოყალიბებულმა კონსტიტუციურმა წესრიგმა გაამართლა, რის დასტურადაც შეგვიძლია, ასეთი გადანაცვლება ჩავთვალოთ. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პოლიტიკურ ცენტრად ყოველთვის პარლამენტი მოიაზრებოდეს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე კარგად ირაკლი კობახიძისთვის არის გასაგები ამ მოდელის მთელი შინაარსი და სისტემა როგორ ფუნქციონირებს. სხვათა შორის, ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ პროცესები მეტად დაიხვეწოს და კალაპოტში ჩადგეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.