შალვა პაპუაშვილმა კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
„საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის 6 და ნატოს 9 წევრ სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალებისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა“, - წერს პაპუაშვილი.