ანა ბუჩუკური: ახლა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს გახარიას გუნდის ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა

ანა ბუჩუკური: ახლა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს გახარიას გუნდის ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა

პარტიაში „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს ეხმაურებიან. როგორც ანა ბუჩუკური აცხადებს, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივა და დებატები.

„მაშინ, როდესაც თავად ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილების მიღმა დგას თავად და იმის გათვალისწინებით, რომ თავად ივანიშვილი ამ ადამიანებს, ბიჭებს, კოლექტიურ კობაოხიძეებს საკუთარ მომსახურე პერსონალად მიიჩნევს და ასე ექცევა, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ერთი მხრივ, გახარიას გუნდის ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა და არა კოლექტიურმა კობახიძეებმა. მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დებატები“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

Gami ეს კეკელკა ვინ არის?
1 წლის უკან