რეაბილიტაციის როლი ადამიანების ცხოვრებაში

რეაბილიტაციის როლი ადამიანების ცხოვრებაში

რეაბილიტაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა ტრავმა,  სხვადასხვა დაზიანება , შეზღუდული შესაძლებლობა და ა.შ რეაბილიტაციის მიზნები მოიცავს  ფიზიკურ ასპექტს, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობას. ძირითადი ასპექტები, რომლებიც ხაზს უსვამს რეაბილიტაციის მნიშვნელობასა და როლს ადამიანის ცხოვრებაში არის:

➔     ფუნქციონირების აღდგენა: ფიზიკური რეაბილიტაცია ეხმარება პაციენტს  დაიბრუნოს და გააძლიეროს ისეთი ფიზიკური შესაძლებლობები, როგორიცაა მობილობა, კუნთის ძალა, კოორდინაცია, წონასწორობა და ა.შ ოკუპაციური თერაპიით კი  შესაძლებელია ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარის აღდგენასა და გაუმჯობესებაზე მუშობა .

➔     ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება  : რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას

➔     ტკივილის მართვა: სარეაბილიტაციო პროგრამები მოიცავს ტკივილის მართვის სტრატეგიებს, იქნება ეს დაკავშირებული კუნთოვანი სისტემის პრობლემებთან, ნევროლოგიურ მდგომარეობებთან თუ ქრონიკულ ტკივილთან.

➔     ფსიქოლოგიური კეთილდღეობა :  რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანია პაციენტის მხარდაჭერა და  სტრესის მართვა.

➔     სოციუმში ინტეგრაცია: რეაბილიტაცია ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციასა და ჩართულობას.

➔     მეორადი გართულებების პრევენცია : რეაბილიტაცია ხელს უწყობს  იმ მეორადი გართულებების თავიდან აცილებას, რომლებიც შეიძლება  ჰიპოდინამიის შედეგად განვითრდეს, მაგალითად კუნთების ჰიპოტროფია,  სახსრის მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება და სხვა.

➔     პაციენტის განათლება: სარეაბილიტაციო პროგრამები უზრუნველყოფს პაციენტის  განათლებას, ინფორმაციის მიწოდებას არსებული მდგომარეობის, და მკურნალობის მეთოდების  შესახებ.

➔     ცხოვრების სტილის მოდიფიცირება: რეაბილიტაცია ეხმარება პაციენტებს, ისეთი  ჩვევების  ჩამოყალიბებაში, რომლებიც ხელს უწყობს მიღებული შედეგის შენარჩუნებას.

რეაბილიტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: www.rehabilitation.ge/