აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს რეგიონებში სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. შესაბამისი განცხადება მან დავოსში გააკეთა.
„ძალიან დიდი მადლობა მსურს გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა, ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში, სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება სულ რაღაც 5 წელიწადში, ისევე როგორც ამ პრობლემის მკურნალობა და პრევენცია. ეს არის გაზომვადი წარმატება, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მიაღწია“, - განაცხადა პაურმა.