პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით -

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - "გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო, სახელწოდებით -  "გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა".

ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.