სტუ-ს პროფესორი ლიანა სუთიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გამოხმაურება David Zurabishvili -ის სტატიაზე "რატომ გვაქვს სკოლებში განათლების დაბალი დონე" ("კვირის პალიტრა" 11-17 დეკემბერი, 2023წ.):
ციტატა: "კიდევ ერთი დიდი პრობლემაა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო, თუ ვინ ხდება ბავშვისთვის როლ-მოდელი, როდესაც ბავშვი ხედავს დაწინაურებულ კობახიძეს თუ ზარქუას, მისი მოტივაცია რა უნდა იყოს? თუ დაწინაურებისთვის სხვა თვისებები გვჭირდება, ვიდრე სწავლა, რატომ ისწავლის, წავა და სხვა რაღაცეებს იჩალიჩებს".
ბატონო დავით, განა მიესადაგება თქვენი სტატიის სათაურს ეს ტექსტი? რა შუაშია სკოლებში განათლების დაბალი დონის მიზეზთა კვლევასთან ასეთი კონკრეტიკა? განა კობახიძე და ზარქუა უსწავლებლები არიან?! ან, თქვენი აზრით, "სხვა რა თვისებებს" ფლობენ ისინი, რითაც "გაიჩალიჩეს" დაწინაურება?
ამ თქვენმა ძალზედ უტაქტო და უადგილო ჩანართმა გამახსენა David Usupashvili -ისა და Anna Dolidze -ის იმავე გაზეთში (12-14 ივლისი, 2022 წ.) გამოქვეყნებული ინტერვიუები.
დავით უსუფაშვილის ინტერვიუდან: "ივანიშვილის მართლა წასვლით და "ოცნების" დაშლით პრობლემა არ მოგვარდება, თუ ქვეყანას პროფესიონალებით, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი არ ჩაიბარებს. თანამოაზრეთა გუნდია შესაკვრელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცებისა და ქალებისაგან და არა ძალაუფლებისათვის ბრძოლებში გაწაფული პირებისაგან".
და, აი აქ კი გამოგადგებათ, ანა დოლიძის ძალზედ საყურადღებო "ოპტიმალური წინადადება" იმავე გაზეთის იმავე ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუდან: "ჩემი წინადადების მიზანია, ბიძინა ივანიშვილისთვის იმ ბერკეტების შეზღუდვა, რომლებითაც მართავს სახელმწიფოს, კონკრეტულად კი, "ქართუ ბანკსა" და მის ბიზნესში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება".
ანა დოლიძე შემდეგ განმარტავს, თუ რატომ არის მისი წინადადება ოპტიმალური: "დღევანდელი მთავრობის 6 მინისტრი პირადად ივანიშვილთან არის ნამუშევარი, მათ შორის "ქართუ" ბანკში. შესაბამისად, "დექართუიზაციას" ვეძახით იმ
მ ო ვ ლ ე ნ ა ს, როდესაც ასეთ პირებს
ა ვ უ კ რ ძ ა ლ ა ვ თ მაღალ თანამდებობებზე მუშაობას გარკვეული პერიოდით".
და ამას ამბობს ადამიანი, რომელიც თავს იურისტსა და უფლებადამცველს უწოდებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იგი სათანადოდ ვერ ფლობს ქართულ ენას და თან მისთვის "დექართუიზაცია" მოვლენას წარმოადგენს!!!
"ოპტიმალური წინადადების" ავტორს, ვურჩევ, მეტად დაფიქრდეს, მით უმეტეს, რომ პოლიტიკაშია და ხელისუფლებაში მოსვლაც სურს.
ისევ დავით ზურაბიშვილს დავუბრუნდები. თავად რა დამსახურებისთვის დაწინაურდა? მხოლოდ და მხოლოდ საშუალოზე დაბალი დონის ტექსტების წერით და იმ "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრობით, რომლის დამფუძნებლებმაც უდანაშაულო ადამიანებით აავსეს ციხეები.
ხოლო მისი მეგობარი და თანამოაზრე, დავით უსუფაშვილი 9 აპრილის შემდეგ შევიდა კომუნისტურ პარტიაში და არ მგონია, რომ ეს მას აქტივში ეთვლებოდეს...“