მამუკა გამყრელიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

მამუკა გამყრელიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

საბოტაჟი ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და მორიგი აღიარება. სამნიძე-დეკანოიძის შემდეგ, მამუკა გამყრელიძე რიგით მესამე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც აღიარებს რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი და ყოფილი დიპლომატი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან ამდაგვარ მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ.