მიხეილ სარჯველაძე: სერიოზული არ არის ოპოზიციის მხრიდან ანონსი, რომ საოცრად კონსოლიდირებული იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ოპოზიცია კოორდინაციას ვერ ახერხებს და ეს ფაქტია

მიხეილ სარჯველაძე: სერიოზული არ არის ოპოზიციის მხრიდან ანონსი, რომ საოცრად კონსოლიდირებული იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ოპოზიცია კოორდინაციას ვერ ახერხებს და ეს ფაქტია

ალბათ, სერიოზულად არც ღირს ოპოზიციის მხრიდან იმის ანონსი, რომ საოცრად კონსოლიდირებული იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია კოორდინაციას ვერ ახერხებს და ეს ფაქტია.

„ალბათ, ბოლო პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული პროცესები ვინმეს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ საოცრად კონსოლიდირებული და კოორდინირებული იქნება ოპოზიციის მუშაობა. რასაკვირველია, ამას ნახევრად იუმორით ვამბობ. ალბათ სერიოზულად არც ღირს ოპოზიციის მხრიდან იმის ანონსი, რომ საოცრად კონსოლიდირებული იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. პრაქტიკულად, ეს ვერცერთ ფლანგზე ვერ მოახერხეს და ვერცერთი მიმართულებით ვერ წარმართეს გამართული მუშაობა, რაც, სხვათა შორის, სამწუხაროა და კარგი ამბავი არ არის, თუმცა ოპოზიცია კოორდინაციას ვერ ახერხებს და ეს ფაქტია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.