პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრროში განუცხადეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

პატრონის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სასტიკი დანაშაული მარნეულში მოხდა.