პირდაპირ რუსეთთან მიბმა ამ საკითხის, პოლიტიზება არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან იმიტომ, რომ შობა მე-4 საუკუნიდან აღინიშნება იულიუსის კალენდრის მიხედვით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„თუ თექვსმეტი საუკუნეა ასე აღვნიშნავთ, რამდენიმე წელი კიდევ ცდომილებაში ყოფნა არ დაანგრევს მგონი ქვეყანას. ვისად უნდა 25-ში და ეზეიმება აღნიშნო 25-ში. ვისაც უნდა 7-ში აღნიშნოს 7-ში“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
გამოხმაურებები ლაშა ბუღაძის განცხადებას მოჰყვა, სადაც მწერალი შვიდ იანვარს შობის აღნიშვნას რუსულს უწოდებს