შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში „ალილოს“ მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.
სადღესასწაულო მსვლელობის დროს „ალილოს“ მონაწილეებს პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდებიან.