კახა კალაძე: შობას გილოცავთ, დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა - ჩვენს ოჯახებში!

კახა კალაძე: შობას გილოცავთ, დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა - ჩვენს ოჯახებში!

დედაქალაქის მერი, კახა კალაძემ მოსახლეობას ქრისტეს შობას მიულოცა.

„შობას გილოცავთ! იშვა უფალი ჩვენს მხსნელად და იმედად. უწმინდესის კურთხევით დანერგილი საშობაო ტრადიცია- ფანჯრებთან დანთებული სანთელი, იმ დიდი სიხარულის სიმბოლოა, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა განვიცდით.

დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა - ჩვენს ოჯახებში! ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა! გილოცავთ ქრისტეშობას“, - წერს კალაძე Facebook-ზე.