აიოვას შტატის სკოლაში სროლაა. სკოლის შენობის პერიმეტრი შემოსაზღვრულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
„სიენენის“ცნობით, დაშავებულების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერ განეიტრალებული არ არის. თავდასხმის შესახებ ინფორმირებულია თეთრი სახლიც.