საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 12:44 საათზე მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ბაჯში იყო.

მიწისძვრის სიძლიერე 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.