USA Today-ს გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს ესპანურენოვან და ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის უსწრებს

USA Today-ს გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს ესპანურენოვან და ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის უსწრებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესპანურენოვან და ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის უსწრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი გაზეთ USA Today-სა და საფოლკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ესპანურენოვან ამომრჩევლებს შორის ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 34% უჭერს, ხოლო დონალდ ტრამპს - 39%.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯო ბაიდენმა აღნიშნულ დემოგრაფიულ ჯგუფში 65%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

რაც შეეხება ახალგაზრდა ამომრჩევლებს (35 წლამდე პირები), დონალდ ტრამპს მხარს უჭერს გამოკითხულთა 37%, ხოლო ჯო ბაიდენს - 33%.

გამოკითხვა 26 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა ათასმა სავარაუდო ამომრჩეველმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი 3.1%-ს შეადგენს.