ნიდერლანდების პოლიციამ ახალი წლის ღამეს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ ახალი წლის ღამეს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ ახალი წლის ღამეს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა მთელი ქვეყნის მასშტაბით არეულობის ფონზე, რის შედეგადაც ათობით პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებს ფოიერვერკები და ქვები დაუშინეს, ხოლო პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღამით ბევრ სერიოზულ ინციდენტსა და მიუღებელ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

როტერდამის პოლიციამ განაცხადა, რომ ქალაქში 100-ზე მეტი მანქანა დაწვეს. ამსტერდამში, ჰააგასა და სხვა ქალაქებში აგრესიულად განწყობილი მასების დასაშლელად სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო.